“დღეს გამოჩნდა, რა სახიფათო პროცესთან გვაქვს საქმე. მარტოდ დარჩენილი ერთპარტიული პარლამენტი ძალიან სახიფათოა. ისე მიიღება გადაწყვეტილებები საზიანოდ, რომ უბრალოდ შემაკავებელი ფაქტორი მანდ აღარავინ არ არის… კი ჰგონია, რომ ელისაშვილს 4 წელი მათთან იქნება, მარა წარმოუდგენელია, რომ ვერ გაძლებს, ვერა, ვერ გაძლევს…”
ეკა ბესელია – პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერი
ამის შესახებ ეკა ბესელიამ “დღის ამბებში” განაცხადა.
პარტია “მოქალაქეების” ლიდერები საპარლამენტო საქმიანობაში დღეიდან ჩაერთვნენ. პარტიის ლიდერები ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში პლენარულ სხდომაზე დასასწრებად მივიდნენ.