ახალი ამბები მთავარი სამართალი

ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ლაშა თორდიას ცემის საქმეზე სასამართლომ გაამართლა

ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, რომელსაც ბრალი ყოფილი გერენალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემის საქმეზე ედებოდა, სასამართლომ გაამართლა. ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრელებს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ საქმეზე დამნაშავედ ცნეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი თანამშრომლი მიხეილ ჩოხელი და მას 5000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.

ცნობისთვის, ოთარ ფარცხალაძესა და მიხეილ ჩოხელს სახელმწიფო ბრალდება ყოფილი აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემას ედავებოდა. დაზარალებული ლაშა თორდია საქართველოში არ იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ ლაშა თორდიას განცხადებით, მას თავს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დაესხა და დაცვის წევრებთან ერთად ფიზიკურად გაუსწორდა. მისივე თქმით, თავდასხმა აუდიტის სამსახურის საქმიანობას ეხებოდა.

იტვირთბა....