ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში პლენარულ სხდომაზე დასასწრებად მივიდნენ

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერები ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში პლენარულ სხდომაზე დასასწრებად მივიდნენ.

ელისაშვილი და იოსელიანი მე-10 მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომას დაესწრებიან, რითაც საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვებიან.

. შეთანხმების დღესვე „ქართულ ოცნებასა“ და პარტია „მოქალაქეებს“ შორის მემორანდუმიც გაფორმდა.

ცნობისთვის, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერებმა ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარლამენტში ბოლო შეხვედრა 29 იანვარს გამართეს. მოლაპარაკებების შედეგად მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, შედეგად “მოქალაქეები” პარლამენტში შევიდნენ.

 

 

იტვირთბა....