გურიაში, სოფელ აცანაში ახალგაზრდა მამაკაცმა თავი მოიკლა. როგორც „ინფო რუსთავი” იუწყება, კაცმა სასიკვდილო ჭრილობა სანადირო თოფიდან გასროლით, სოფელში არსებული სასაფლაოების ტერიტორიაზე მიიყენა.
მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.