ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

(ვიდეო) მაღაზიაში ივერი მელაშვილს ახალგაზრდა ბიჭმა შეურაცხყოფა მიაყენა

დღეს მაღაზია „ალტა ოქეიში” ივერი მელაშვილს ახალგაზრდა მამაკაცი დაუპირისპირდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამის ამსახველ ვიდეომასალას სოციალურ ქსელში სოფო სამუშია აქვეყნებს.

„დღეს ქავთარაძის „გუდვილში“ ტექნიკის ერთ-ერთ მაღაზიაში, ივერი მელაშვილს, ვიღაც ახალგაზრდა გაუნათლებელი ურა პატრიოტი შეურაცხყოფას აყენებდა. მაღაზიის არცერთი თანამშრომელი არ შეტოკებულა. იყო კონფლოქტი და არც ერთი დაცვა არ განძრეულა (იქვე იდგნენ) !!!!!

სალაროებიდან რამდენიმე ურა პატრიოტი დაემატა. შენ მიწები გააჩუქეო ხალხი უყვიროდა!! ეს აგრესია თქვენ შექმენით არაფრისგან! “ – წერს სოფო სამუშია და ვიდეოს აქვეყნებს.

ცნობისათვის, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალი ედებათ აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელებაში. საქმეზე გამოძიება 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო:

იტვირთბა....