მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი თემურ წიკლაურის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ემოციურ პოსტს უძღვნის:
“სამწუხაროდ ჩვენი არწივი გაფრინდა.
დიდი მადლობა შენ ყველა ნოტისთვის, ყველა როლისთვის, ფიროსმანისთვის მართალი სიმღერისთვის, მართალი სიტყვებისთვის, შენეული განცდებისთვის რომელიც გადმოგვეცი და რომელიც დაგვიტოვე.
შენი ნამღერი “მინდვრებო ჩამოქარგულო” ჩემი ბავშვობის ბედნიერება და სავიზტო ბარათი იყო. საუკეთესო თბილი კოლეგა და საუკეთესო რესპონდენტი…
მოგვენატრები!
სამწუხაროა რომ ის გეგმები რომელზეც ვისაუბრეთ ვერ მოვისმიმე (დამპირდა რომ მაჩვენებდა მის საოპერო სიმღერებს რაშიც მეცადინეობდა)
მშვიდობით არწივო…” – წერს სუხიტაშვილი.
ცნობისათვის, თემურ წიკლაური კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად დღეს გარდაიცვალა.