“დღეს საქართველოს მოქალაქემ თავისი მანდატის ფარგლებში თქვა, რომ დეპუტატის ადგილი არის პარლამენტში. იქ არის არჩეული დეპუტატის ადგილი, რომელსაც ეს მანდატი საქართველოს მოქალაქემ განუსაზღვრა და თქვა, რომ პარლამენტშია თქვენი ადგილი, ბატონებო. იქ იშრომეთ და იზრუნეთ ჩემზე და მომიგვარეთ ის პრობლემები, რომელიც მე მაქვს. ვიღაცას ესმის ეს პასუხისმგებლობა და ვიღაცას ეს არ ესმის. ვისაც ესმის, ის შრომობს პარლამენტში, ვისაც არ ესმის, ხელი მაინც არ უნდა შეუშალოს იმას, ვისაც ეს ესმის…”
გიორგი გახარია – საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს იმერეთში სტუმრობისას განუცხადა.