ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თუ ბავშვებს არ გაატანდა სკოლა, ვის უნდა დაესუფთავებინა?” – სანაია ჩხოროწყუში მომხდარ ფაქტზე

ჟურნალისტი, ვახო სანაის სოციალური ქსელის საშუალებით  ჩხოროწყუში მოსწავლეების მიერ მერიის საპირფარეშოს დალაგების საკითხთან დაკავშირებით წერს.

“მეტრონომი” ჟურნალისტის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.

“ანუ ტიპი მივიდა სკოლაში, დირექციას დაებაზრა, ბავშვები წაიყვანა და მერიის ტუალეტი ახეხინა ? ჩემი კაი.

აქედან გამოძრომის გზას გეტყვით. ასე უნდა თქვათ: – მერიამ გამოაცხადა შაბათობა, ვიღაცას დაავალა ეს ამბავი. ან სულაც კი არ დაავალა და არც არაფერი გამოაცხადა, პროსტა ვიღაც ადგა და გადაწყვიტა მერიის შენობის დალაგება. თავისით, ანუ მერია უკვე არაფერ შუაშია.

ეს ტიპი წავიდა და სკოლას დაებაზრა. უთხრა, რომ დასუფთავების აქციაა და კარგი იქნება, თუ ბავშვებიც ჩაერთვებიან. სკოლაც დასთანხმდა, რადგან რა უნდა იყოს ცუდი დასუფთავების აქციაში. ანუ სკოლაც არაფერ შუაშია.

დაგვრჩა ეს ტიპი, ბავშვები ვინც წაიყვანა. ამ ტიპმა უნდა თქვას, რომ ჩვეულებრივი დასუფთავების აქცია იყო, ან უბრალოდ კეთილი საქმის გაკეთება უნდოდა. იქვე გვერდით მერიის ტუალეტიც იყო და მიაყოლეს ბავშვებმა. ეს ტიპიც არაფერ შუაშია.

მორჩა კინო. ბავშვების ბრალია

ეს სტატუსი იმიტომ დავწერე, რომ ასე არ მოხდეს. რომ გამოძიებამ მართლა ეს შედეგი არ დადოს
ბოდიში.

ერთი შეკითხვაც ბარემ – მაგ დასუფთავებისთვის რა თანხა იყო გამიზნული და თუ ბავშვებს არ გაატანდა სკოლა, ვის უნდა დაესუფთავებინა და ხელფასი ხომ არ იყო გათვალისწინებული? ბოდიში.” – წერს სანაია.

შეგახსენებთ, გუშინ, ინტენეტში გავრცელდა კადრები, თუ როგორ ასუფთავებინებდნენ ჩხოროწყუს ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებს მერიის შენობის საპირფარეშოს.

ცნობისთვის, ჩხოროწყუში მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა, ერთ-ერთი სკოლის დირექციის თანხმობით, მოსწავლეები „დასუფთავების აქციაზე“ წაიყვანა.

ანუ ტიპი მივიდა სკოლაში, დირექციას დაებაზრა, ბავშვები წაიყვანა და მერიის ტუალეტი ახეხინა ? ჩემი კაი. აქედან გამოძრომის…

Posted by Vakho Sanaia on ორშაბათი, 01 თებერვალი, 2021

იტვირთბა....