ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“შეზღუდვების შემსუბუქების შემდგომი ეტაპი იწყება!” – რა განცხადებას ავრცელებს ეკონომიკის მინისტრი

ეკონომიკისა დ მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების შედეგად დაწესებული გარკვეული შეზღუდვების მოხსნათან დაკავშირებით მედიასთან საუბრობს.

როგორც მინისტრი აღნიშნულ საკითხზე საუბრისას აცხადებს,  აჭარაში კი, სადაც დადებითობის მაჩვენებელი დაბალია, სარესტორნე ინდუსტრია და კაფეები დღეიდან ღია სივრცეში გაიხსნებიან, ასევე მუშაობას განაახლებს საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ყველა დიდ ქალაქში, გარდა თბილისის, რუსთავისა და ქუთაისისა.

“დღეიდან წერტილოვანი შეზღუდვების შემსუბუქების შემდგომი ეტაპი იწყება – მთელი საქართველოს მასშტაბით იხსნება მნიშვნელოვანი ბიზნესაქტივობები, პირველ რიგში, არასასურსათო ვაჭრობა, შოპინგ მოლები, მცირე და დიდი ქსელური მაღაზიები.

ყურადღებით დავაკვირდებით პროცესს, როგორ ჩაივლის ბიზნესაქტივობების გახსნის პირველი პერიოდი, რაზეც დამოკიდებულია, თუ რა წარმატებით წავა შემდგომი გახსნის გეგმა. როგორც იცით, რიგში დგანან ბაზრობები, რომლებიც მალე გაიხსნება. ასევე დანარჩენ დიდ ქალაქებში თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში სარესტორნე ინდუსტრია ელოდება გახსნას. დიდი იმედი მაქვს, რომ ბიზნესაქტივობის გახსნის პირველი ეტაპი წარმატებით ჩაივლის“, – აცხადებს თურნავა.

ამასთან, ნათია თურნავას განმარტებით, საგულისხმოა, რომ დღეიდან გაიხსნა საერთაშორისო რეგულარული ფრენებიც.

„შემსუბუქდა შემოყვანის რეჟიმი და როგორც იცით, შეზღუდვის გარეშე ვმასპინძლობთ ნებისიმერი ქვეყნიდან ჩამოსულ ვიზიტორს, ვისაც ვაქცინაციის ცნობა ექნება, ხოლო საკმაოდ ბევრი ქვეყნიდან ჩამოსულ ვიზიტორებს პისიარ ტესტით და მესამე დღეს ტესტირების ვალდებულებით შეეძლებათ შემოსვლა, რაც გვაძლევს საშუალებას, თანდათან მეტი ტურისტული ნაკადი მივიღოთ“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

იტვირთბა....