“ტაბულას” დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ჩხოროწყუში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით წერს.
“მეტრონომი” მთავარი რედაქტორის “ფეისბუქ” მიმართვას უცვლელად ტავაზობთ.
“ის, რომ ბავშვები სკოლამ დასუფთავებას და გარემოს მოვლას მიაჩვიოს – ნორმალური კი არა, სასურველია.
ჩემი ყველა მეზობელი გაიხსენებს, რომ თვეში ერთხელ, შაბათს, ბებიაჩემი ჩვენ (შვილიშვილებს) და მეზობლის ბავშვებს გვკრებდა და ეზოს ვალაგებდით – წლების განმავლობაში.
(ბებია ეთნიკურად ოსი იყო, მაგრამ ბევრ ეთნიკურ ქართველზე მეტად ალამაზებდა ამ ქვეყანას).
ახლაც, კამპანიის დროს – საღამოობით ღონისძიებას რომ ვაწყობდით ფოთის კორპუსებში, ჯერ ეზოს ლაგებით ვიწყებდით – იქაურ ბავშვებთან ერთად.
ერთია, ბავშვს საკუთარ გარემოზე ზრუნვა ასწავლო, რომ მთავრობას არ ელოდოს, როდის დაულაგებს ეზოს.
მაგრამ სულ სხვა სახის დაცინვაა, წაიყვანო და ჩინოვნიკის ტუალეტი ახეხინო – ეს არის ბავშვის დამცირება და ღირსების შელახვა.” – წერს ჩერგოლეიშვილი.
შეგახსენებთ, გუშინ, ინტენეტში გავრცელდა კადრები, თუ როგორ ასუფთავებინებდნენ ჩხოროწყუს ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებს მერიის შენობის საპირფარეშოს.
ცნობისთვის, ჩხოროწყუში მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა, ერთ-ერთი სკოლის დირექციის თანხმობით, მოსწავლეები „დასუფთავების აქციაზე“ წაიყვანა.
ის, რომ ბავშვები სკოლამ დასუფთავებას და გარემოს მოვლას მიაჩვიოს – ნორმალური კი არა, სასურველია.
ჩემი ყველა მეზობელი…
Posted by Tamara Chergoleishvili on ორშაბათი, 01 თებერვალი, 2021