ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“აღმაშფოთებელი რამ მოხდა” – რა მიმართვას ავრცელებს პრემიერ-მინისტრი

“უმძიმესი აღშფოთება. ვერ წარმომიდგენია, ეს ადამიანები იმ შენობაში სამუშაოდ ხვალ როგორ უნდა მივიდნენ და როგორ უნდა ემსახურონ იმ მოქალაქეებს, სადაც ასეთი აღმაშფოთებელი რამ მოხდა,” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჩხოროწყუში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და ფაქტს უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება.

„შეფასება აქ შეიძლება იყოს ერთადერთი, უმძიმესი აღშფოთება. ვერ წარმოიდგენია, ეს ადამიანები იმ შენობაში სამუშაოდ ხვალ როგორ უნდა მივიდნენ და როგორ უნდა ემსახურონ იმ მოქალაქეებს, სადაც ასეთი აღმაშფოთებელი რამ მოხდა. დარწმუნებული ვარ, გამოძიებაც მივა ბოლომდე და უმკაცრესი რეაგირება ექნება  გამოძიებასაც და ხელისუფლებასაც“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ჩხოროწყუში მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

იტვირთბა....