ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“არ მეთაკილება! დიახ, მე გადავწყვიტე“ – ვინ დაალაგებინა ბავშვებს საპირფარეშო და ვინ უნდა აგოს პასუხი

ჩხოროწყის სკოლის დირექტორი, ნანა თოდუა მედიასაშუალებებთან საუბრისას სკოლის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაშის შესახებ დეტალებს იხსნებს.

როგორც დირექტორი ჰყვება, მასთან მივიდა, მისი ინფორმაციით, მერიის დასუფთავების თანამშრომელი, ეთერ ჯაფარიძე, რომელმაც დირექტორს უთხრა, რომ სურდა, წაეყვანა ბავშვები ერთობლივი პროექტის ფარგლებში.

„ჩემი ინფორმაციით, ის მერიის დასუფთავების თანამშრომელია. მან მითხრა, რომ არის ერთობლივი პროექტი და ამ პროექტში ჩაერთვებოდა ჩვენი სკოლა, მეორე და მესამე სკოლები“, – ამბობს ჟურნალისტებთან ნონა თოდუა.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე  იკითხა თუ არა, რა პროექტი იყო, რა უნდა გაეკეთებინათ ბავშვებს, ნონა თოდუა პასუხობს, რომ თავის წილ პასუხისმგებლობას გრძნობს და თანამშრომლობს გამოძიებასთან.

ხოლო ქალი, რომელმაც სკოლის მოსწავლებმა საპირფარეშოების დასასუფთავებლად წაიყვანა აცხადებს, რომ სურდა ბავშვებისთვის ეჩვენებინა, რომ თუ გაუჭირდებათ, „ასეთი საქმეც არ ითაკილონ“ და ტუალეტის რეცხვა არ არის სასირცხვილო.

„არავის დავალება არ იყო. ჩემი ინიციატივა  იყო. მე მოვყევი შემცირებაში და შემცირების შემდეგ, ჩემი წლების შემდეგ, დამრჩა ერთადერთი შანსი, რომ პატარა ბავშვებისთვის ერთი მარცვალი ჩამედო. ავუხსენი მათ, რომ შრომა დაბადებისთანავე იწყება. ვუთხარი, რომ ვიყავი ევროპაში, მათ არ აქვთ ჩვენზე უკეთესი არც კულტურა, არც განათლება, არც არფაერი, გარდა იმისა, რომ თუნდაც ტუალეტის დაწმენდაც კი არ არის სასირცხვილო მომენტი.

წავედი მე-2 სკოლის დირექტორთან, შევუთანხმდი სკოლის დირექტორს ნონა თოდუას. შემიყვანა მე-7 კლასში. დაველაპარაკე ბავშვებს. წამოვიყვანე ბავშვები მერიაში იმიტომ, რომ ესენი უნდა გამოვიდნენ მერები, მხატვრები, იურისტები, ცნობილი პიროვნებები, მაგრამ, ოჯახს რომ გაუჭრდეს, ცოლ-შვილის თუ ქმარ-შვილის გულისთვის შეიძლება, რომ ასეთი საქმე არ ითაკილონ. წამოვედით. ეს დავახვედრე გაპრიალებული. მე, ფაქტობრივად, ბრიგადირი მქვია, მაგრამ ვარ მერიის ტუალეტის გამგე. არ მეთაკილება. დიახ, მე გადავწყვიტე“, – განაცხადა  ეთერ ჯაფარიძე.

 

იტვირთბა....