aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ოპოზიციის განცხადება პარლამენტის საბოტაჟის შესახებ, არ ემყარება რაიმე სამართლებრივ საფუძველს” – შალვა პაპუაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

“უმრავლესობის ამოცანა არის, მოვიფიქროთ ისეთი მექანიზმი, რომელიც ერთის მხრივ ნაკლებად მისცემს შესაძლებლობას ჩვენს ოპონენტებს ასეთი დესტრუქცია გამოიჩინონ და მეორეს მხრივ, უზრუნველყოფს, რომ პარლამენტმა იფუნქციონიროს ისე, როგორც ამ ინსტიტუტს შეეფერება,” – ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა დღეს მედიასთან განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციის განცხადება პარლამენტის საბოტაჟის შესახებ, არ ემყარება რაიმე სამართლებრივ საფუძველს.

„მათი განცხადება და სურვილი პარლამენტის საბოტაჟის შესახებ, არ ემყარება რაიმე სამართლებრივ საფუძველს. რაიმე დოკუმენტური ან სხვა სახის მტკიცებულება, რომ 31 ოქტომბრის შედეგებში არ აისახა საქართველოს მოქალაქეების ნება, არ არსებობს. ნულია ასეთი მტკიცებულება. ამიტომაცაა, რომ დღესაც გაკეთდა ევროპიდან მოწოდებები, რომ ოპოზიცია შევიდეს პარლამენტში. ამიტომ ყველა ქმედება, რომელიც მიმართულია იმისკენ რომ არ შემოვიდნენ პარლამენტში, არის დესტრუქციის აქტი. უმრავლესობის ამოცანა არის, მოვიფიქროთ ისეთი მექანიზმი, რომელიც ერთის მხრივ ნაკლებად მისცემს შესაძლებლობას ჩვენს ოპონენტებს ასეთი დესტრუქცია გამოიჩინონ და მეორეს მხრივ, უზრუნველყოფს, რომ პარლამენტმა იფუნქციონიროს ისე, როგორც ამ ინსტიტუტს შეეფერება.

ჩვენ დიდი ხანია ვაცხადებთ, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს მოქმედების ბევრი ვარიანტი და ჩვენი არჩევანი ამ შემთხვევაში უფრო ფართოა, ვიდრე ჩვენი ოპონენტების. ამიტომ ბევრი ვარიანტია და რომელიც იქნება ყველაზე ოპტიმალური, იმას შევარჩევთ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსნებთ, რომ საქართველოს პარლამენტი 51 ოპოზიციონერისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მიმდინარე კვირაში იმსჯელებს. 51 ოპოზიციონერი დეპუტატის საკითხი 2 თებერვლის პლენარულ სხდომაზე განიხილება. თუმცა, მანამდე ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომა გაიმართება, სადაც მმართველი გუნდი საკუთარ პოზიციაზე ჩამოყალიბდება – ჩატარდეს თავისუფალი კენჭისყრა და დეპუტატებმა ინდივიდუალური გადაწყვეტილება მიიღონ, თუ „ქართული ოცნება“ კენჭისყრაზე გუნდური პოზიციით წარდგება.

იტვირთბა....