aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„გირჩის“ მაგივრად ვიწვები და ვიდაგები” – შალვა ნათელაშვილი “გირჩის” განცხადებას ეხმიანება

aviabiletebi
ავიაბილეთები

“მოვუწოდებ, ხვალ შეწყვიტონ უფლემაბოსილება ყველა დეპუტატის, რომლებმაც განცხადებები კონსტიტუციის შესაბამისად შემოვიტანეთ, წინაღმდეეგ შემთხვევაში, ჩვენ კიდევ მოგვიწევს დამატებითი სარჩელი შევიტანოთ საკონსტიტუციო სასამართლოში,” – აღნიშნული განცხადება “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე კომენტირებისას გააკეთა.

ნათელშვილის განმარტებით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, განცხადებების დაკმაყოფილება გააჭიანუროს.

“არც ერთ შემთხვევაში გაწელვა, გადავადება და მით უფრო, ბატონი იაგოს შუამდგომლობა კენჭისყრის იქით გადატანასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი თავის გადასარჩენად გადადგმული ნაბიჯებია რეჟიმის მიერ, რომელსაც არ უნდა, სააბოლოოდ გაკოტრდეს მთელი მსოფლიოს თვალში და იურდიულადაც შეუწყვიტოს დეპუტატების უფლებამოსილება, რის შემდეგაც პრაქტიკულად, გვრჩება „ქართული ოცნების“ გამგეობის წევრთა კრება პარლამენტის დარბაზში.

ახლა ცდილობენ, ყველანაირად გადაწიონ, მაგრამ პატრონმა მალა და ჭირმა თავი არ დამალაო, არ ვართ პარლამენტში და ეს იცის მსოფლიომ, ვერანაირი მანიპულაციით ვერ მოახერხებენ მდგომარეობის შელამაზებას, საკუთარი თავისა და ტყავის გადარჩენას.

მოვუწოდებ, ხვალ შეწყვიტონ უფლემაბოსილება ყველა დეპუტატის, რომლებმაც განცხადებები კონსტიტუციის შესაბამისად შემოვიტანეთ, წინაღმდეეგ შემთხვევაში, ჩვენ კიდევ მოგვიწევს დამატებითი სარჩელი შევიტანოთ საკონსტიტუციო სასამართლოში შეკითხვით, რატომ არ გვიწყვეტენ დეპუტატის უფლემაბოსილებას. საერთოდ, „გირჩის“ მაგივრად მე ვიწვები და ვიდაგები, ამიტომ, იქნებ შევიდნენ იმ პარლამენტში და დაასვენონ საკუთარი თავი, დაგვასვენინ ჩვენც“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური გაერთიანება “გირჩ​ი” “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხს და დისკუსიისთვის დრო დატოვონ. როგორც “გირჩის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კოლეგებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა მოლაპარაკების პროცესს აზრს დაუკარგავს, კრიზისს გააღრმავებს და შესაძლოა შეუქცევადი გახადოს.

ცნობისთვის, პარლამენტი ოპოზიციის დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტას  2 თებერვალს უყრის კენჭს.

იტვირთბა....