” 4%-ზე დაბალი ინფიცირების დადებითობის საშუალო მაჩვენებელი შენარჩუნებული უნდა იყოს 7-დან 14 დღემდე პერიოდში და ამის შემდეგ შეიძლება დაიწყოს მსჯელობა შეზუდვების მოხსნასთან დაკავშირებით,” – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე აკაკი ზოიძე “რეზონანსთან” ინტერვიუში აცხადებს.
მისივე თქმით, ეპიდვითარებიდან გამომდინარე დღეს ყველაზე დიდ საფრთხეს ტრანსპორტი და კვების ობიექტები წარმოადგენს, რადგან ამ სფერობეში სრული კონტროლის დაწესება რთულია.
“4%-ზე დაბალი ინფიცირების დადებითობის საშუალო მაჩვენებელი შენარჩუნებული უნდა იყოს 7-დან 14 დღემდე პერიოდში და ამის შემდეგ შეიძლება დაიწყოს მსჯელობა შეზუდვების მოხსნასთან დაკავშირებით. ეპიდვითარებიდან გამომდინარე დღეს ყველაზე დიდ საფრთხეს ტრანსპორტი და კვების ობიექტები წარმოადგენს, რადგან ამ სფერობეში სრული კონტროლის დაწესება რთულია.” – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
ამასთან, „რეზონანსთან“ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთ ქალაქში ინფიცირების დადებითობის საშუალო მაჩვენებელი 4%-ზე დაბალი იყო, შეზღუდვეი მოიხსნა, თბილისში კი ეს მაჩვენებელი ჯერ კიდევ 4%-ზე მაღალია.
„ქვეყნის მასშტაბით ინფიცირების დადებითობის საშუალო მაჩვენებელი უნდა ყოფილიყო 4%-ზე დაბალი, რომ შეზღუდვები მოხსნილიყო. რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, თბილისში და რუსთავში ჯერ კიდევ 4%-ზე მაღალია, ამიტომ შენარჩუნებულია შეზღუდვები. იქ, სადაც ეს მაჩვენებელი 4-ზე დაბალი იყო, მოიხსნა, მგალითად გორში, ქუთაისში, ბათუმში, ფოთსა და თელავში.
„მესმის, რომ ძნელია მოსახლეობისთვის, მაგრამ გავიჭირვოთ კიდევ ერთი-ორი კვირა, რათა შევინარჩუნოთ სტაბილური ვითარება. ევროპის ზოგიერთმა ქვეყნებმა, რომლებმაც იჩქარეს შეზღუდვების მოხსნა, სიტუაციის დასტაბილურება ძვირად დაუჯდათ. ამიტომ ვემხრობი მთავრობის გადაწყვეტილებას შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნასთან დაკავშირებით“, – განაცხადა „რეზონანსთან“ თენგიზ ცერცვაძემ.