“რა მოხდებოდა, ეს წარდგენა არჩევნებამდე მომხდარიყო. სინამდვილეში ხომ ამას ვითხოვდით გულშემატკივრები. ეს არის ჩემთვის მიშა. პოლიტიკოსი რომელსაც არ ეშინია ქვეყნის შენება ახლებს ანდოს. ლიდერი, რომელიც განათლებულ ახალგაზრდებს სხვა ქვეყნებში ეძებდა და ჩამოჰყავდა.
მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ნიკა მელია გილოცავ! შენ დაამტკიცე რომ უკან არ იყურები და წინ მიდიხარ! მიხეილ სააკაშვილი გილოცავთ! თქვენ დაამტკიცეთ რომ თქვენი მთავარი ძალა ახლაც მომავალშია!”
ნანუკა ჟორჟოლიანი – ჟურნალისტი
ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.