ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვაქცინა არა იმდენად ვირუსს მოემსახურება, არამედ ადამიანის დამონებას… გაახილეთ თვალები” – მეუფე საბა

ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე საბას განცხადებით, თავად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას არ აპირებს. ამის შესახებ მან ამბიონიდან ქადაგების დროს განაცხადა.

“ვირუსი, რომელიც რეალურია, თუმცა არა საბედისწერო. ჯერ ასე ვიტყვი და ალბათ მოვა დრო, როდესაც უფრო მასშტაბურად და მკაცრად მოგვიწევს ამაზე საუბარი, ამის საწინააღმდეგოდ შემოთავაზებული იქნება კაცობრიობისთვის ვაქცინა, რომელიც არა იმდენად ვირუსს მოემსახურება, არამედ ადამიანის დამონებას, ადამიანების მართვას, ადამიანების დამორჩილებას მოემსახურება და ეს გახდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იარაღი ეშმაკის ხელში, რომ ადამიანები მართოს და ადვილად წარწყმინდოს. ფართოდ გაახილეთ თვალები და გახსენით გონება, კარგად მოისმინეთ ყველაფერი, დაფიქრდით, სწორი დასკვნები გააკეთეთ.

…არ არის ამ განსაცდელის დროს ხსნა, არც პირბადე, არც განმარტოებით ცხოვრება, არც სახლში დარჩენა, არამედ ხსნა არის ქრისტეში, ხსნა არის ეკლესიაში, ხსნა არის ლოცვაში და სინანულში. გავბედავ და ვიტყვი, არ არის ხსნა არც იმ ვაქცინაში, რომელის ადამიანში შეყვანას ძალდატანებით ცდილობენ. ძალიან ბევრს აინტერესებს, თუ რას ვიტყვით ჩვენ, მე ვიტყვი თუნდაც პირველი – მე წინააღმდეგი ვარ ამ ვაქცინის. მე არავის არ ვეტყვი, რომ არ გაიკეთოს, მაგრამ არც არავის არ ვეტყვი გაიკეთოს, იმიტომ, რომ მე არ გავიკეთებ. იმიტომ კი არა, რომ ჯიუტი ვარ, იმიტომ კი არა, რომ ყველაზე ძლიერი ვარ, მე ყველაზე სუსტი ვარ. მოდით, დავანებოთ თავი სულიერებას და ეკლესიურობას, წმინდა სამედიცინო თვალსაზრისით შევხედოთ, ვაქცინებს ხომ წლების განმავლობაში ქმნიდნენ, იგივე ექიმები, იგივე პროფესორები, ერთადერთი განსხვავება დღეს ის არის, რომ ტექნოლოგიები არის უფრო გაძლიერებული, უფრო დახვეწილი. კი ბატონო, მაგრამ თუ სხვა ვირუსების ვაქცინებს 5 და 10 წელი სჭიდებოდა და ამას თვითონ გვეუბნებიან, როგორ ქმნიან 6 თვეში იმ ვაქცინას, რომელიც, მათივე სიტყვებით, დარწმუნებულები არ არიან, რომ ადამიანზე სასიკეთოდ იმოქმედებს. მაშ რას ნიშნავს ეს, ექსპერიმენტები უნდა ჩატარდეს ადამიანებზე? და ჩვენ ქართველები ხომ განსაკუთრებით მზრუნველები ვართ, პირველი ჩვენ უნდა გავიკეთოთ”, – განაცხადა მეუფე საბამ.

 

იტვირთბა....