ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

(ფოტო) “არ შეესაბამება სიმართლეს და არის ტყუილი” – რა მიმართვას ავრცელებს ექიმი

ექიმი არჩილ მარშანია სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, სადაც წერს, რომ ვრცელდება მცდარი ინფორმაცია, თითქოს კორონავირუსზე ტესტები წინასწარ განსაზღვრულია და შედეგები ყალბდება. პოსტს თან ურთავს ფოტოსურათს.

“მეტრონომი” მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

„ეს სურათი ვრცელდება თითქოს იმის დასტურად, რომ კოვიდ19-ს ტესტები წინასწარ განსაზღვრულია და შედეგები ყალბდება. არგუმენტად მოყვანილი აქვთ, რომ პაკეტზე თავად აწერია “Positive” და “Negative”, რაც არ შეესაბამება სიმართლეს და არის ტყუილი.

სინამდვილეში ყველა, ნებისმიერ(!) სამედიცინო (და არამარტო) ხელსაწყოს, რომელიც რამეს ზომავს და/ან ნებისმიერ ტესტს, სჭირდება კალიბრაცია/კონტროლი. კონტროლი საჭიროა იმისთვის, რომ პირველ რიგში, შეფასდეს ხელსაწყოს/ტესტის რეაგენტების ვალიდურობა, ანუ გამართულად მუშაობს თუ არა და ასევე გამოყენებულ იქნას სასწავლო დანიშნულებით.

არც კოვიდ19-ს ანტიგენზე დაფუძნებული ტესტია გამონაკლისი და მასაც აქვს ეს კონტროლი, კონტროლის პაკეტები უნდა იქნას გამოყენებული ყოველი ახალი ლოტის (“პარტიის”) მიღებისას ხარისხის გადამოწმებისთვის და ასევე სწავლისთვის, მედპერსონალისთვის ვინც ჯერ არ იცის ტესტთან მუშაობა. კი ბატონო, ასე, ადგნენ, აიღეს და “POSITIVE CONTROL”-დან, მხოლოდ POSITIVE წაიკითხეს“, – წერს მარშანია.

იხილეთ ფოტო:

იტვირთბა....