ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ აცანის მკვიდრმა 43 წლის ბ. ჩ.-მ თავი იარაღით მოიკლა.
როგორც “პრაიმტაიმთან” გარდაცვლილის მეზობელი აცხადებს, თვითმკვლელობამდე მან ოჯახის წევრებს და ახლობლებს, ტელეფონით გამოსამშვიდობებელი სმს მისწერა.
„სამი თვის მოყვანილი ყავდა ცოლი, უწესიერესი ბიჭი იყო, მისი ძმა სტიქაროსანია. დილით გარდაცვლილის ძმა და მეუღლე წირვაზე იყვნენ ტაძარში, როდესაც ეს სმს-ი მისვლიათ.
გადარეულები გამოვარდნილან მაგრამ ვერ მიუსწრეს. საცოდავმა ბიჭმა სასაფლაოზე თავი მოიკლა, ამბობენ ცეცხლსასროლი იარაღითო. დედა ექთანი ყავდა, მამა მკერავია, უკარგესი ოჯახი გაუბედურდა”- გვიყვება მეზობელი.