ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ვინ არის მამაკაცი, რომელიც კარანტინის წესების დარღვევის გამო 35,000 დოლარით დააჯარიმეს

CNN-ის ინფორმაციით, ტაივანში, მამაკაცი კარანტინის წესების დარღვევისთვის მილიონი ტაივანური დოლარით, (35,000 აშშ დოლარი) დააჯარიმეს.

როგორც გამოცემა იუწყება, მამაკაცი ჩინეთიდან დაბრუნების შემდეგ სავალდებულო კარანტინს საკუთარ ბინაში გადიოდა.

ამასთან, აღნიშნული მედიასაშუალების ინფორმაციით, მამაკაცმა კარანტინის წესები 3 დღეში სულ მცირე 7-ჯერ მაინც დაარღვია.ის სახლიდან გადიოდა საყიდლებზე, მანქანის შესაკეთებლად და ა.შ.

მათივე ცნობით, ერთ დღესაც მამაკაცი მეზობელმა შეამჩნია და პოლიციას ამის შესახებ აცნობა.

იტვირთბა....