ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რამდენად დაცული იქნება ხვალიდან სკოლებში ჰიგიენურ-სანიტარული ნორმები – ეკატერინე დგებუაძის განმარტება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, ყველა სკოლა, სადაც ხვალიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში უნდა განახლდეს, მზად არის, ჰიგიენურ-სანიტარული ნორმები დაიცვას.

დგებუაძის განმარტებით, განათლების სამინისტრომ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით არის განსაზღვრული, შეასრულა.

„ხვალ, პირველ თებერვალს სასწავლო პროცესი სასკოლო ოთახებში გაგრძელდება, გარდა სამი ქალაქისა: თბილისი, ქუთაისი და რუსთავი. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ განათლების სამინისტრომ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით არის განსაზღვრული, შეასრულა. დღეს ყველა სკოლა მზად არის, რომ დაიცვას ჰიგიენურ-სანიტარული ნორმები და ვიზრუნოთ ჩვენი მოსწავლეების როგორც ჯანმრთელობის, ასევე განათლების უფლების მიმართულებით.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ განსხავავებულ მომსახურებას ვთავაზობთ მშობლებს. მშობელს აქვს არჩევანის უფლება, დატოვოს შვილი დისტანციურ სწავლების ფორმატზე, თუ საკლასო ოთახში გააგრძელოს სასწავლო პროცესი. იმ შემთხვევაშ, თუ კონკრეტული მოსწავლე გააგრძელებს დისტანციურ სწავლებას, დღეს მშობელმა უნდა მიმართოს სკოლას განცხადების საფუძველზე და სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლისთვის შესაბამის მომსახურებას.

შემიძლია ვთქვა, რომ არსებობს განსხვავებული მიდგომებიც. დღეს სკოლებს აქვთ სრული თავისუფლება, რომ თავისი საჭიროებიდან გამომდინარე, თავად დააორგანიზონ სასწავლო პროცესი. აქ არის საუბარი, რომელ საათზე დაიწყებს სასწავლო პროცესს, გაკვეთილის ხანგძლივობა რამდენი ხანი იქნება, შესვენებები როგორ დაორგანიზდება. ასევე, შესაძლებელია, რომ შაბათი დღეც იყოს გამოყენებული სასწავლო პროცესისთვის.

განათლების სამინისტრომ ყველა მიმართულებით იმუშავა და მისცა დაშვება, რომ დაცული იყოს მოსწავლის ჯანმრთელობისადა სწავლის უფლება. ამისთვის მაქსიმალური რესურსი ჩადო. შეგვიძლია მშობლებს ვუთხრათ, რომ მათი შვილები სკოლებში დაცულები იქნებიან და არ ჰქონდეთ შიში, რომ ნორმები, რომლებიც არის განსაზღვრული, არ იქნება შესრულებული“, – განაცხადა ეკატერინე გდებუაძემ.

იტვირთბა....