ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დრიექტორი, თენგიზ ცერცვაძე თებერვლის თვეში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანას წინ გადადგმულ ნაბიჯად და მოსალოც ამბად აფასებს.
როგორც ცერცვაძე აცხადებს, რომ პანდემიის დამარცხებაში ვაქცინაცია უმნიშვნელოვანესია.
მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ვაქცინაციისადმი სკეპტიკურად განწყობილი ადამიანები განწყობას თავადვე შეიცვლიან, როდესაც ნახავენ ვაქცინის ეფექტიანობას
“ეს არის მოსალოცი, ძალიან დიდი, წინ გადადგმული ნაბიჯი, რამეთუ რაც არ უნდა კარგად აწყობილი იყოს კლინიკური სექტორი, ამით პანდემიას საბოლოოდ ვერ დავამარცხებთ. პანდემია საბოლოოდ შეიძლება დამარცხდეს მხოლოდ ვაქცინაციის საშუალებით.
ყველა უნდა დავარწმუნოთ, რომ ვაქცინაცია არის აბსოლუტურად უსაფრთხო, ეს არის ძალიან ეფექტიანი და ყველამ უნდა ჩავიტაროთ აცრა. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ გაძნელდება და რატომ, ყველა უცდის პირველ პარტიას და როცა პირველი პარტია შემოვა და აიცრებიან ისინი, ვინც რა თქმა უნდა, ნებაყოფლობით თანახმა არაინ და ეს იქნებიან მედიცინის მუშაკები და ნახავენ, რომ კოვიდი არავის დაემართება და სერიოზული გართულება არავის ექნება და მითუმეტეს, სასიკვდილო შემთხვევები არ გვექნება. მე ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ დიდი პროპაგანდაც არ დასჭირდება, თვითონ შეიცვლიან თავის განწყობას,”- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ინფორმაციით, საქართველოში Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები თებერვლის ბოლომდე შემოვა.