პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი სოციალურ ქსლეში დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით მიამრთვას ავრცელებს.
როგორც ხუხაშვილი თავის პოსტში ამბობს, ივერი მელაშვილს დავითგარეჯის საკითხის გადაწყვეტაზე არანაირი გავლენის მოხდენა არ შეუძლია.
„შემდგარი საზოგადოება ყოველთვის ამოდის სახელმწიფოებრივი ამოცანიდან და შესაბამისად მოქმედებს. ასეთი ამოცანაა დავითგარეჯის საქართველოს იურისდიქციაში მოქცევა, რაც მთლიანად ხელისუფლების და მისი შესაბამისი ინსტიტუტების კომპეტენციაა. შესაბამისად, თუ პრობლემის რეალურად გადაწყვეტა გვინდა, ჩვენი ძალისხმევა ამ მიმართულებით უნდა გვქონდეს მიმართული.
შეუმდგარ საზოგადოებას ურჩევნია ძირითადად წუწუნით, დამნაშავის ძიებით და მასზე ხელის შეხოცვით იყოს დაკავებული, ოღონდ რამე არ გააკეთოს.
დღეის მდგომარეობით მელაშვილი არც კომისიის წევრია და მითუმეტეს არც ხელისუფლების წარმომადგენელი. შესაბამისად, ის რას იტყვის, საკითხის გადაწყვეტაზე არანაირ გავლენას არ ახდენს.
ჩამოვყალიბდეთ, ვართ შემდგარი საზოგადოება და ვფიქრობთ დავითგარეჯის პრობლემის გადაწყვეტაზე, თუ ვართ შეუმდგარი და ვარკვევთ ივერი მელაშვილის მორალურ სახეს?”,- წერს ხუხაშვილი.