ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზუგდიდში, შენობის ნანგრევებიდან ამოყვანილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

ზუგდიდში, შენობის ნანგრევებიდან ამოყვანილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ექიმების თქმით, ის თავს კარგად გრძნობს და ბინაზე დღეს გაეწერება.

ამასთან, როგორც ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის გადაუდებელი მედიცინის განყოფილების ექიმი, მზია გერგედავა აცხადებს, პაციენტს პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი გამოკვლევა ჩაუტარდა და დღეიდან, გეგმიური მეთვალყურეობის ქვეშ, ბინაზე გააგრძელებს მკურნალობას.

„ამ ეტაპისთვის, ზოგადი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. ჩატარებული კვლევებით სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები გამოირიცხა. გაუმჯობესებულ მდგომარეობაში ეწერება ბინაზე. მცირეწლოვანი გუშინ მრავლობითი ტრავმული დაზიანებებით შემოიყვანეს საავადმყოფოში. თავის ტკივილი, კიდურის ტკივილი, თავბრუსხვევა, ზოგადი სისუსტე. პროტოკოლით გათვალისწინებული შესაბამისი კვლევები და მკურნალობა ჩაუტარდა და შესაბამისი რეკომენდაციით, ამ ეტაპისთვის, დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით ეწერება ბინაზე, სადაც გეგმიური მეთვალყურეობის ქვეშ გააგრძელებს მკურნალობას უბნის ექიმთან”, – განაცხადა მზია გერგედავამ.

შეგახსენებთ, გუშინ, თამარ მეფის ქუჩაზე ორსართულიანი შენობა ჩამოინგრა, მაშველებმა ნანგრევებიდან 10 წლის ბავშვი გამოიყვანეს.

იტვირთბა....