ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელიც მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს დაეჯახა. მანქანაში სამი პირი იმყოფებოდა, მათ შორის ცოლ-ქმარი. შემთხვევის შედეგად ცოლი ადგილზე დაიღუპა, ქმარი და კიდევ ერთი პირი დაშავდნენ.
დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სხვადასხვა სახის ტრავმებით ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.