დუშეთის რაიონის სოფელ ბულაჩაურთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ.
უწყების განცხადებით, შემთხვევის შედეგად მსუბუქი ავტომობილის მძღოლი და მგზავრი დაშავდნენ.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.