“ყველაზე მეტად სახელდებული “გმირების” და “მოღალატეების” წოდებისა არ მჯერა, რადგან ნამდვილი გმირებიცა და მოღალატეებიც, როგორც წესი, შეუმჩნევლები დადიან.”
არჩილ გამზარდია – ანალიტიკოსი
აღნიშნულით არჩილ გამზარდია ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულებთან დაკავშირებით წერს.
ცნობისთვის, 28 იანვარს მოსამართლემ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული კარტოგრაფები, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი მოსამართლემ 20 -20 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლა.
დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს, სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და “საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს”.