ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“2 თებერვლამდე გამორიცხულია, იაგო ხვიჩია პარლამენტში შევიდეს”- იაგო ხვიჩია

“გირჩის” ლიდერის, იაგო ხვიჩია განცხადებით, მთავარი ამოცანაა, პარლამენტში მთელი ოპოზიცია შევიდეს. ამის შესახებ იაგო ხვიჩიამ “რუსთავი2”-თან განაცხადა.

ხვიჩია პირობას დებს, რომ საკანონმდებლო ორგანოში 113-ვე დეპუტატი იქნება წარმოდგენილი.

“2 თებერვლამდე გამორიცხულია, იაგო ხვიჩია პარლამენტში შევიდეს. ჩემი აზრით, ჩვენი ამოცანა ამ წუთას არის ის, რომ მთელი ოპოზიცია შევიდეს პარლამენტში. გირჩის ჩათვლით და დანარჩენებიც. ჩვენ ახლა ამაზე ვმუშაობთ და მე როდესაც შევხვდი ბატონ მდინარაძეს, მას ვთხოვე კიდეც, რომ არ უყარონ კენჭი, ან სიტყვაზე ჩააგდონ ამ შემთხვევაში განცხადებების განხილვა ოპოზიციის, იმიტომ, რომ დისკუსიები ამ თემაზე, რა ხდებოდა მოლაპარაკებების მაგიდასთან, დავიწყეთ ჩვენ სულ რამდენიმე დღის წინ. მე პირობას ვდებ, რომ იქ [პარლამენტში] იქნება 113 დეპუტატი,”- აცხადებს იაგო ხვიჩია.

ცნობისთვის, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი და პარტიის წევრი ლევან იოსელიანი პარლამენტში მივიდნენ, სადაც მმართველ გუნდთან მორიგი მოლაპარაკებები გაიმართა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ “მოქალაქეებმა” პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს. ხელისუფლებასთან  საარჩევნო სისტემის რეფორმაზე შეთანხმება შედგა, რაც შეეხება პოლიტპატიმრების საკითხს, მმართველმა გუნდმა მისი განხილვა არ დაუშვა.

 

იტვირთბა....