ორი წლის ანიტა ფაცაცია ზუსტად ეთი წლის წინ გარდაიცვალა. ის დილატაციურ კარდიომიოპათიას ებრძოდა. გულის კუნთის ოპერაცია ინდოეთში გაუკეთეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ანიტა ფაცაციას ფონდის ჯგუფში შემდეგი შინაარსის პოსტი გამოქვეყნდა:
„ერთი წელია შეუფრინდი ანგელოზებს კალთის ქვეშ. ერთი წელია მონატრებად გვექეცი და კიდევ უფრო დიდ სიყვარულად.
ერთი წლის წინ ამ დროს თავს დამტყდარ უზარმაზარ ტკივილთან ერთად იმას ვფიქრობდით, როგორ გვეთქვა შენ ირგვლივ გაერთიანებული ამდენი მოსიყვარულე ადამიანისთვის შენი ცად გაფრენა, როგორ მოვფრთხილებოდით მათ სიყვარულით სავსე გულებს.
ერთი წელია ეს ადამიანები არ გტოვებენ და არ გვტოვებენ. გვიყვარხარ და იყავი ჩვენთან“, – წერენ ანიტა ფაცაციას ფონდის ჯგუფში.