ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“გულის ამრეობა ხდება ქვეყანაში!” – რა მიმართვას ავრცელებს ანიტა რაჭველიშვილი

მეცოსოპრანო ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, სადაც წერს, რომ ცნობილი გამოცემისგან საქართველოში ჯილდო მიიღო, თუმცა თბილისში მის ტრანსპორტირებაში წინააღმდეგობებს გადააწყდა, კერძოდ:

“ჯილდო ჩამომივიდა თბილისში Oper Magazin-ისგან რომელმავ 2020 წლის საუკეთესო ქალ მომღერლად დამასახელა! იცით, საქართველოს მთავრობა, ქურდების და კრიმინალების რას მთხოვს? რომ ჯილდოს წამოღებაში ფული უნდა გადავიხადო თურმე! ბრავო! გულის ამრეობის პიკი ხართ! თან დამავალდებულეს, რომ მეთქვა შიგნით რა არის! ანუ წარმოუდგენელი გულის ამრეობა ხდება ქვეყანაში!

იმის გამო რომ ფოსტა მიხსნიდა ჩემს წერილებს რამოდენიმე წლის წინ ავუკრძალე ყველა თეატრს საქართველოში რაიმეს გამოგზავნა და ეს რა მივქარე ამათ რომ ვუთხარი თბილისში გამომიგზავნეთ-მეთქი!” – წერს მომღერალი.

იტვირთბა....