დროა, გულანთებულმა ქართველებმა ხელისუფლებას, რომელმაც უდიდესი ძალისხმევის შედეგად აღმოაჩინა იმის მტკიცებულებები გარეჯი რომ ჩვენია და იპოვა მოღალატეები, დაუსვათ კითხვა -ამ ბრწყინვალედ ჩატარებული სამუშაოს საფუძველზე, როდის აპირებენ გარეჯის დაბრუნებას?!
გია ხუხაშჰვილი – ანალიტიკოსი
ამის შესახებ ხუხაშვილი სოციალურ ქსელში ე.წ. კარტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით წერს.
ცნობისთვის, 28 იანვარს მოსამართლემ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული კარტოგრაფები, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი მოსამართლემ 20 -20 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლა.
დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს, სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და “საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს”.