ინგლისში, დღენაკლული ბავშვი დაიბადა, რომელმაც კოლიბაცილის, სეფსის და კორონავირუსს გაუმკლავდა და გადარჩა. – ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელბს.
როგორც მედიაში წერე, მშბოლები თავიანთ პატარა მეომარს უწოდებენ.
პატარა არჩი 2020 წლის 1 დეკემბერს, ორსულობის 25-ე კვირას დაიბადა და მხოლოდ 765 გრამს იწონიდა. დაბადებიდან მეხუთე კვირას, მას კოლიბაცილი აღმოაჩნდა, მოგვიანებით კი სეფსისი განუვითარდა, რამდენიმე კვირის შემდეგ კი ექიმებმა მშობლებს შეატყობინეს, რომ პატარა კოვიდინფიცირებული იყო.
გახდა საჭირო ახალშობილის 10 დღით იზოლირება, რაც მშობლებისთვის მარადისობის ტოლფასი იყო.
დაბადების შემდეგ არჩის დამოუკიდებლად სუნთქვა არ შეეძლო, ექიმები მისი სიცოცხლისთვის 40 წუთის განმავლობაში იბრძოდნენ.