ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ჩვენ რურუას საკითხს უკვე პარლამენტში დავსვამთ“ – „მოქალაქეების“ ლიდერეების განცხადება

პარტია “მოქალაქეების” ლიდერების განცხადებით, გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხს პარლამენტში დააყენებენ.

„ჩვენ რურუას საკითხს უკვე პარლამენტში დავსვამთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ლევან იოსელიანის განცხადებით კი ის მოლაპარაკებების გაგრძელების რესურსს ხედავს.

როგორც იოსელიანი ამბობს,  ოპოზიციის წევრებმა, რომლებიც მოლაპარაკებებს ბოიკოტს უცხადებენ, უნდა გადადგან ნაბიჯები და დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან.

„რესურსი, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს და ეს საკითხიც გადაწყდეს, ჩვენ ამას ვხედავთ და ამიტომ ვთვლით, რომ დანარჩენი ოპოზიცია, ვინც ბოიკოტირებას უცხადებს ამ ეტაპზე მოლაპარაკებას, ყველას არ ეხება, უნდა გადადგან რეალურად ნაბიჯები, გააგრძელონ მოლაპარაკება, დასხდნენ, უნდათ ელჩების თანდასწრებით, უნდათ პირისპირ. ჩვენ ერთიც გავაკეთეთ და მეორეც და დავინახეთ რომ ამას მოჰყვა შედეგი“ – აცხადებს ლევან იოსელიანი.

შეგახსენთ, სასმართლომ გიორგი რურუას 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა და იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ნაწილში დამნაშავედ ცნო.

ცნობისთვის, გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

იტვირთბა....