ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“ოპოზიციის მიერ ივერი მელაშვილის გმირად გამოცხადება ანომალიური მოვლენაა” – მიხეილ სარჯველაძე

“ოპოზიციის მიერ ივერი მელაშვილის გმირად გამოცხადება ანომალიური მოვლენაა,” – ამის შესახებ  პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

როგორც სარჯველაძემ POSTV-ს ეთერში განაცხადა,  – “თავის დროზე ამ პოლიტიკოსებმა თქვეს, რომ ბიძინა ივანიშვილმა გაყიდა გარეჯი, მაგრამ როცა დაიწყო ბრძოლა, ისეთი ვითარება შეიქმნა, თითქოს ეს თემა საერთოდ არ ყოფილა

„ისინი ცდილობენ პოლიტიკური პრეფერენცია ახსნან და გაამართლონ… სულ ერთია რა თქვეს გუშინ, რა არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და რა არის ჭეშმარიტება და კარგი. მთავარია იმ ხაზს გაყვნენ, რასაც მიჰყვება ეს პოლიტიკური იდეოლოგია, რომლის მიზანია არეულობა პოლიტიკური სისტემის და არა პოლიტიკური გუნდის წინააღმდეგ. თავის დროზე ამ პოლიტიკოსებმა თქვეს, რომ ბიძინა ივანიშვილმა გაყიდა გარეჯი, მაგრამ როცა დაიწყო ბრძოლა, ისეთი ვითარება შეიქმნა, თითქოს ეს თემა საერთოდ არ ყოფილა“, – განაცხადა სარჯველაძემ.

სარჯველაძის თქმით, პოლიტიკოსების განცხადება, რომ დავით გარეჯის სადაო მონაკვეთი საქართველოს ტერიტორია არასდროს იქნება, შეცდომაა.

„როცა აცხადებენ რომ აღარ უნდა იყოს საუბარი იმ რუკაზე, რომელიც საქართველოს პოზიციებს უკეთესობისკენ ცვლის, ეს დამოკიდებულება ავადმყოფურია. ძალიან კარგია, რომ ასეთი პრობლემები შიშვლდება და ამას საზოგადოებაც ხედავს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა 28 მარტს, „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ – „როგორ არის შენი, როდესაც არ არის შენი. არ გაქვს ამის საფუძველი და ვიღაცის იქ, უკაცრავად და, ბერი იქნება თუ ერის წარმომადგენელი იქნება, თუ ზოგი მივა და კელიებთან პოზირებას დაიწყებს, ამის გამო ეუბნები, რომ ჩემია. არ არის სწორი, არ არის შენი“!

შეგახსენებთ, რომ 28 იანვარს, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლდნენ. მათ სასამართლომ გირაო შეუფარდა.

 

იტვირთბა....