“ისე მაინც შესულიყვნენ “კობახიძის ოფისში“, რომ ყველა არ ელანძღათ“.
ეკა ბესელია – პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე
ამის შესახებ მან “ფორმულას” ეთერში განაცხადა.
ბესელიამ აღნიშნული განცხადება ელისაშვილსა და ლევან იოსელიანთან დაკავშირებით გააკეთა.
ცნობისთვის, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი და პარტიის წევრი ლევან იოსელიანი პარლამენტში მივიდნენ, სადაც მმართველ გუნდთან მორიგი მოლაპარაკებები გაიმართა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ “მოქალაქეებმა” პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს. ხელისუფლებასთან საარჩევნო სისტემის რეფორმაზე შეთანხმება შედგა, რაც შეეხება პოლიტპატიმრების საკითხს, მმართველმა გუნდმა მისი განხილვა არ დაუშვა.