ბათუმში, ერთ-ერთ მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა. – აღნიშნული შემთხვევა ანგისის დასახლებში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, კორპუსის მშენბლობიდან გადმოვარდნილი მუშა ადგილზე გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, 35 წლის მამაკაცი შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს უკვე გარდაცვლილი დახვდა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იყო მობილიზებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.