“ტაბულას” დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
“მეტრონომი” თამარ ჩერგოლეიშვილის “ფეისბუქ” პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
“ვისაც არ ახსოვს – გაიხსენოს როგორი ურაპატრიოტული რიტორიკის ფონზე აგვახია რუსეთმა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი.
ეს საბჭოთა დროს ჩადებული ბომბი იყო, რომელიც საჭირო დროს აგვიფეთქეს.
იგივეა გარეჯიც.
ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც რელიგიური დატვირთვის მქონე ტერიტორიული დავით სპეკულირებს უნდა დაფიქრდეს იმაზე, რომ თავს სისულელით ვერ შეინიღბავს.
ვითარება იმდენად ცალსახაა, მითუმეტეს როცა უკვე ნანახი გვაქვს ეს ბომბი მოქმედებაში, რომ ნებისმიერი საშუალოდ გონიერი ადამიანი უნდა ხვდებოდეს.
გარეჯის თემით სპეკულირება მტრული სახელმწიფოს, პუტინის რუსეთის დღის წესრიგია, ყველა, ვინც ამ თემით სპეკულირებს და ივერი მელაშვილის ნათქვამი სიმართლე მოყავს დამახინჯებულად – მტრული სახელმწიფოს დღის წესრიგის გამტარებელი და რუსეთის ჰიბრიდული ომის ჯარისკაცია.
ასეთი რამ არ ეკადრებათ ქოცებსაც კი.
ჩემთვის ეს წყალგამყოფია. მტრებად ვთვლი ამ ხალხს.
აღსანიშნავი ისიცაა, რომ ასეთი ავანტიურები ამ ტერიტორიული დავის გადაწყვეტას მხოლოდ დაგვაშორებს.” – წერს ჩერგოლეიშვილი.
ვისაც არ ახსოვს – გაიხსენოს როგორი ურაპატრიოტული რიტორიკის ფონზე აგვახია რუსეთმა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი.
ეს…
Posted by Tamara Chergoleishvili on პარასკევი, 29 იანვარი, 2021