FIFA-ს 10 მაღალჩინოსანი დააკავეს. მათ კორუფციაში და თაღლითობაში ედებათ ბრალი. დაკავებულთა ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. ინფორმაციას როიტერი ავრცელებს.
New York Times ეხმაურება დაკავებულთა თემას. ამერიკულ გამოცემა ირწმუნება, რომ FIFA-ს ლიდერების დაკავება კორუფციის ბრალდებით, სამხრეთ და ცენტრალური ამერიკის ლიდერებს დაარტყამს. გამოცემის ცნობით, დაკავებულთა შორის არ არის FIFA-ს ყოფილი პრეზიდენტი ზეპ ბლატერი. თუმცა, ოფიციალური ინფორმაცია დაკავება-არდაკავების შესახებ ჯერ არ არსებობს
დაკავებები ციურიხში განხორციელდა, სადაც FIFA -ს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ 23 ნოემბერს FIFA -ს ეთიკის კომიტეტის საარბიტრაჟო პალატამ ზეპ ბლატერსა და უეფა-ს პრეზიდენტის მიშელ პლატინის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ბლატერს პლატინისთვის ჰონორარის სახით 2 მილიონი შვეიცარიული ფრანკის გადახდაში ადანაშაულებენ.