“როგორც სჩანს ოსმალეთის იმპერიის შინაგან საქმეთა მინისტრის პირდაპირ შთამომავალს და დღევანდელი დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრს ელემენტარული ინფორმაცია არ გააჩნია იმის თაობაზე,რომ ივანიშვილი პუტინის სტაფერია საქართველოში ხოლო გახარია რუსული სპეცსამსახურების ლეიტენანტი.ვწუხვართ”.
შალვა ნათელაშვილი – “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი
შალვა ნათელაშვილმა აღნიშნული პოსტით გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი გიორგი გახარიასთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნის მილოცვის გამო გააკრიტიკა.
შეგახსენებთ, რომ ბორის ჯონსონმა მისალოც წერილში ხაზი გაუსვა დიდი ბრიტანეთის მიერ საქართელოს სუვერენიტეტისადმი ურყევ მხარდაჭერას და თანამშრომლობის გაღმრმავების სურვილი გამოთქვა.