“ალეკო ელისაშვილი და იოსელიანი წარმოადგენენ ქართული ოცნების ორგანულ ნაწილს, ამიტომ დღევანდელი შეხვედრა არაფერს ცვლის ჩემთვის, მთავარია, რომ ქართული ოცნების მოქმედება გვაჩვენებს, რომ ბოიკოტი არის სწორი, რადგან მზად არის დათმობაზე წამოვიდეს, რომ ოპოზიცია იხილოს პარლამენტში. ვნახეთ, თუნდაც ორი ადამიანის შესვლისთვის ქართული ოცნება რაზეა წამსვლელი, ეს ნიშნავს, რამდენად უნდათ მას გვიხილონ პარლამებტში.”
აკაკი ბობოხიზე – “ევროპული საქართველოს” ერთ-ერტი ლიდერი
ამის შესახებ აკაკი ბოვოხიძემ “დღის ამბებსი” განაცხადა.
ცნობისთვის, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი და პარტიის წევრი ლევან იოსელიანი პარლამენტში მივიდნენ, სადაც მმართველ გუნდთან მორიგი მოლაპარაკებები გაიმართა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ “მოქალაქეებმა” პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს. ხელისუფლებასთან საარჩევნო სისტემის რეფორმაზე შეთანხმება შედგა, რაც შეეხება პოლიტპატიმრების საკითხს, მმართველმა გუნდმა მისი განხილვა არ დაუშვა.