მთავარი ციტატა

“ოპოზიციას აკლდება არგუმენტი, რომ მთელი ოპოზიცია აპროტესტებს არჩევნებს და არ შედის პარლამენტში”- დავით ზურაბიშვილი

“ოპოზიციას აკლდებათ ის არგუმენტი, რომ მთელი ოპოზიცია აპროტესტებს არჩევნებს და არ აპირებს შევიდეს პარლამენტში. პირველივე დღეს კატეგორიულად გამოცხადებული ბოიკოტი არასწორი იყო თუმცა ეს გადაწყვეტილება მიღებულია უკვე. და მე არ მგონია ეს მწვავე სიტუაცია რაიმე სახით შეცვალოს ელისაშვილისა და იოსელიანის შესვლამ. თუმცა, აქაც დამოკიდებულია, როგორ მოიქცევიან ელისაშვილი და იოსელიანი იმ პარლამენტში, როგორ პოზიციას დაიჭერენ, ამის მიხედვით იქნება საზოგადოების შეფასება. “

დავით ზურაბიშვილი – “რესპუბლიკური პარტიის” ყოფილი წევრი

ამის შესახებ დავით ზურაბიშვილმა ‘დღის ამბებში” განაცხადა.

ცნობისთვის, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი და პარტიის წევრი ლევან იოსელიანი პარლამენტში მივიდნენ, სადაც მმართველ გუნდთან მორიგი მოლაპარაკებები გაიმართა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ “მოქალაქეებმა” პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს. ხელისუფლებასთან  საარჩევნო სისტემის რეფორმაზე შეთანხმება შედგა, რაც შეეხება პოლიტპატიმრების საკითხს, მმართველმა გუნდმა მისი განხილვა არ დაუშვა.

იტვირთბა....