მთავარი ციტატა

“არ მითქვამს, თითქოს ისეთი მძლეთამძლე ვარ, რომ სასამართლო გავარღვიე”- ალეკო ელისაშვილი

“ძალიან გულდასაწყვეტი იყო, რომ ზოგიერთი, განსაკუთრებით, ოპოზიციიდან ცდილობდა ჩემი ნათქვამი გადაეკეთებინა, ზოგი მედიაც ცდილობდა ამას, რომ წარმოეჩინა ისე, თითქოს, ელისაშვილმა მიიწერა ეს ყველაფერი. მე ვთქვი მოლაპარაკების პროცესის დამსახურებაა-მეთქი და არ მითქვამს, რომ პერსონალურად ჩემი დამსახურება იყო ამ ადამიანების გათავისუფლება. არ მითქვამს, ისეთი მძლეთამძლე ვარ, რომ სასამართლო გავარღვიე. ვიმეორებ, ეს იყო მოლაპარაკების პროცესის დამსახურება და ეს იყო კარგი ნაბიჯი ნდობისთვის.”

ალეკო ელისასვილი – “მოქალაქეების” ლიდერი

ამის შესახებ ელისაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტში, მმართველ გუნდთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

შეგახსენებთ, ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულების გათავისუფლების შემდეგ “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მმართველ პარტიასთან მოლაპარაკებების შედეგია. 

ცნობისთვის, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი და პარტიის წევრი ლევან იოსელიანი პარლამენტში მივიდნენ, სადაც მმარტველ გუნდთან მორიგ მოლაპარაკებებს გამართავენ.

 

იტვირთბა....