მთავარი ციტატა

“თუ შევთანხმდებით, შევალთ პარლამენტი”- ალეკო ელისაშვილი

“გუშინდელმა ფაქტმა გააღრმავა ნდობა ჩვენსა და ქართულ ოცნებას შორის. იმიტომ, რომ გვინდოდა, რომ ეს ასე მომხდარიყო და ველოდით გუშინდელ გათავისუფლებას. ეს ნიშნავს, რომ შეიძლება, სხვა საკითხებზეც წინ წავიწიოთ. პოლიტპატიმრები არის ერთჯერადი საკითხი, ისევე როგორც რიგგარეშეს საკითხი. დანარჩენი, რაც ეხება საარჩევნო კანონმდებლობას, საარჩევნო დაკომპლექტების წესებს, ეს არის 30 წელი ვერ მოვაგვარეთ, ეს არის შანსი, რომ ამ კაბინეტში ამ საშვილიშვილო შეთანხმებას მოვაწეროთ ხელი. თუ შევთანხმდებით შევალთ პარლამენტი.”

ალეკო ელისასვილი – “მოქალაქეების” ლიდერი

ამის შესახებ ელისაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტში, მმართველ გუნდთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

ცნობისთვის, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი და პარტიის წევრი ლევან იოსელიანი პარლამენტში მივიდნენ, სადაც მმარტველ გუნდთან მორიგ მოლაპარაკებებს გამართავენ.

იტვირთბა....