პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი და პარტიის წევრი ლევან იოსელიანი მმარტველ გუნდთან მორიგ მოლაპარაკებებს გამართავენ.
პარტიის ლიდერები პარლამენტში უკვე მივიდნენ. არსებული ინფორმაციით, ისინი პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს და ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს მამუკა მდინარაძეს შეხვდებიან.
შეგახსენებთ, 22 იანვარს პარტია „მოქალაქეების“ წევრები ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში მმართველი პარტიიდან არჩილ თალაკვაძესა და მამუხა მდინარაძეს შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა განაცხადეს, რომ საარჩევნო რეფორმის საკითხზე შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია. თუმცა პრობლემად დარჩა მოლაპარაკებების ერთ-ერთი საკითხი, რომელიც პოლიტპატიმრებს ეხება.