უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საზღვარზე ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელ დოკუმენტს წარადგენს, საქართველოში შემოსვლა შეეძლება. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
თურნავას განცხადებით, არავაქცინირებულ ვიზიტორებს ექნებათ შესაძლებლობა, ქვეყანაში ბოლო 72 საათში გაკეთებული ტესტის საფუძველზე შემოვიდნენ. ასევე, ვალდებულები იქნებიან მე-3 დღეს ჩაიტარონ PCR ტესტი.
ქვეყანაში შემოსვლის წესები იცვლება საქართველოს მოქალაქეებისთვისაც. პირველი თებერვლიდან საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ არჩევანის უფლება.
მინისტრის ინფორმაციით, თუკი მოქალაქეები შემოვლენ საზღვარზე ნეგატიური ტესტით, ან ძვლებურად, 8-დღიან იზოლაციაში გადავლენ, ან მე-3 დღეს საკუთარი ხარჯით გაკეთებული PCR ტესტის საფუძველზე გათავისუფლდნენ იზოლაციისგან.
ხოლო მათთვის, ვისაც არ ექნება ნეგატიური ტესტის დოკუმენტი, 12-დღიანის ნაცვლად 8-დღიანი თვითიზოლაცია დაწესდება.
ცნობისთვის, საქართველოს მთავობისა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რეგულარული ფრენები 1-ელი თებერვლიდან აღდგება.