„ბატონ ივერის და ნატალია ილიჩოვას ბოდიშს ვუხდი იმისთვის რაც მოხდა, იმიტომ რომ მე ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და როცა რაღაც ცუდი ხდება, ჩვენ სულ ყველა ვართ დამნაშავე ამაში. მე ჩემი რეზიუმე გავაკეთე, რატომ გააკეთეს ეს ოპერაცია. ღმერთმა კარგად ამყოფოს ორივეს ოჯახი და ბოდიში მინდა მოვუხადო იმისათვის, რომ ქართველები ხშირად ვიჭრებით ხოლმე რაღაცებში.”
ბუბა კიკაბიძე – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობაშიას” სიის პირველი ნომერი.
ამის შესახებ მან ტელეკომპანია „მთავარის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
ცნობისთვის, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა20-20 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.