ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“როგორ არ უნდა აენთო ბრძოლის ჟინით, თუ ამ პატრიოტ და უტეხ კაცს უსმენ?!” – ნიკა მელია ივერი მელაშვილზე

“ნაცმოძრაობის” თავჯდომარე ნიკა მელია ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულების გათავისუფლების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ნიკა მელია “ფესიბუქში” წერს,  ის შედეგი, რაც დადგა, სამოქალაქო საზოგადოების ბრძოლისა და საერთაშორისო წნეხის შედეგია:

“ივერი მელაშვილისა გაუტეხლობამ, უკომპრომისობამ, მისი ადვოკატების, სამოქალაქო საზოგადოების ბრძოლამ და საერთაშორისო თანამეგობრობის წნეხმა დააყენა დღევანდელი შედეგი – დღეს ბატონი ივერი საკნის ნაცვლად სატელევიზიო ეთერებშია და დაუნდობლად ამხელს მოძალადე ხელისუფლებას.

ვუსმენ ბატონ ივერი მელაშვილს და არ მესმის, როგორ არ უნდა აენთო ბრძოლის ჟინით, თუ ამ პატრიოტ და უტეხ კაცს უსმენ?!

დავიჯეროთ რომ ყველას შეგვიძლია გამარჯვება!” – წერს ნიკა მელია.

იტვირთბა....