ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სირცხვილია” ივერი მელაშვილისთვის და ნატალია ილიჩოვასთვის გირაოს შეგროვებას იწყებს

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გირაოს თანხის შეგროვებას მოძრაობა “სირცხვილია” იწყებს.

როგორც “სირცხვილიას” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საზოგადოების ვალია მხარი დაუჭირონ სამშობლოს ღირსეულ ადამიანებს.

მათივე თქმით, შეგროვებულ თანხას მთლიანად ბრალდებულების ოჯახებს გადასცემენ.

“კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. თავისუფლებისთვის, თითოეულ მათგანს 20 ათასი ლარის გადახდა მოუწევს.

ჩვენი, როგორც საზოგადოების ვალია კიდევ ერთხელ დავუჭიროთ მხარი სამშობლოს ერთგულ, ღირსეულ ადამიანებს”, – წერს სირცხვილია.

მოქალაქეებს შეუძლიათ თანხა ჩარიცხონ:

მიმღები: ააიპ მოძრაობა სირცხვილია

TBC: GE27TB7589236070100003

BOG: GE44BG0000000162241054

დანიშნულება: კარტოგრაფებისთვის.

იტვირთბა....