ქართველი საოპერო მომღერალი და მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისთვის” დამფუძნებელი, პაატა ბურჭულაძე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, რომ ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე გათავისუფლებულებს ბოდიში მოუხადოს და ისინი დააჯილდოვოს.
აღნიშნული განცხადება პაატა ბურჭულაძემ “ტვ პირველის” გადაცემა “დღის სტუმარში” გააკეთა.
“მე მიხარია რომ ასეთი რამე მოხდა, მაგრამ საშინელება ის არის, რომ ის ახალგაზრდა კაცი, პროკურატურიდან, ვისაც ალაპარაკეს და გაწირეს ამ ახალგაზრდა ბიჭებს რატომ წირავენ? მინდა კიდევ ერთხელ ქედი მოვიხარო თქვენს წინაშე და მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, რომ ბოდიში მოიხადოს მთავრობის სახელით და დააჯილდოვოს ეს ადამიანები”, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
შეგახსნებთ, მოსამართლემ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული კარტოგრაფები, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი მოსამართლემ 20 -20 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლა.
დღეს, 28 იანვარს, წინასასამართლოს სხდომის დაწყებამდე ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა. აღნშნული მიმართვა დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულებს, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის პატიმრობის გირაოთი შეეცვალას გულისხმობდა. პროკურორის განმარტებით, მკაცრი აღკვეთი ღონისძიების გამოყენების საჭიროება აღარ არის.
დაკავებული კარტოგრაფების სასამართლო პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დაკავებულების მხარდამჭერი აქცია გაიმართა.