“რაზე დაყრდნობით უნდა თქვას ვინმემ, რომ პოლიტიკური ნიშნით იყვნენ დაპატიმრებული” – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა, კარტოგრაფების ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ ჟურნალისტებთან საუბრობს განაცხადა.
როგორც ანრი ოხანაშვილი მედიასთან აცხადებს, ერთი აღკვეთის ღონისძიების სხვა აღკვეთის ღონისძიებით შეცვლა არც პირის გამართლებას ნიშნავს და არც იმას, რომ სახელმწიფო ბრალდება აღარავის ედავება.
როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, პროკურატურას მიაჩნია, რომ მათ სათანადო მტკიცებულებები უკვე მოიპოვეს, რაც საქმეზე დამაგრებულია და წარდგენილია სასამართლოში.
“საფუძველი ხომ უნდა გვქონდეს, რომ ვთქვა, რომ ვინმე პოლიტიკური პატიმარია? რაზე დაყრდნობით უნდა თქვას ვინმემ, რომ პოლიტიკური ნიშნით იყვნენ დაპატიმრებული – ვის რა ინტერესი ჰქონდა კონკრეტულ ადამიანებთან მიმართებაში?! საკითხს შემდეგნაირად შევხედოთ: – როდესაც საქმე სასამართლოში წარიმართება და როდესაც პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია პატიმრობა, ეს პატიმრობა გარკვეულ ვადაში გადასინჯვას ექვემდებარება. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შუამდგომლობის დაყენება ხდება, როცა პროკურატურამ უნდა განსაზღვროს არსებობს თუ არა მიმალვის საფრთხე, მტკიცებულებების განადგურების საფრთხე, მოწმეებზე ზემოწმედების საფრთხე და ამის მიხედვით იშუამდგომლოს, თუ რა ტიპის აღკვეთის ღონისძიება მოითხოვოს სასამართლოსგან. აი, ამ პროცესთან გვაქვს ჩვენ საქმე იურიდიული თვალსაზრისით“, – განუცხადა ჟურნალისტებს დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა.
ამასთან, დეპუტატმა ამავე კონტექსტში განაცხადა, რომ მაგალითად, ნარკორეალიზატორის დაკავებამდე შესაძლებელია დააკავო ის, ვინც მისგან ნარკოტიკი შეიძინა და სამართლებრივი პროცედურების შესაბამისად ორგანიზებულ ჯგუფზე გახვიდე.
შეგახსნებთ, მოსამართლემ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული კარტოგრაფები, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი მოსამართლემ 20 -20 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლა.
დღეს, 28 იანვარს, წინასასამართლოს სხდომის დაწყებამდე ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა. აღნშნული მიმართვა დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულებს, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის პატიმრობის გირაოთი შეეცვალას გულისხმობდა. პროკურორის განმარტებით, მკაცრი აღკვეთი ღონისძიების გამოყენების საჭიროება აღარ არის.
დაკავებული კარტოგრაფების სასამართლო პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დაკავებულების მხარდამჭერი აქცია გაიმართა.